ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

18:30, 04.07.2019

51 წლის ასაკში მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა.

ბოლო წლების განმავლობაში გიორგი მძიმე დაავადებას ებრძოდა. ტელეწამყვანმა ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა.

გიორგი გოგიჩაიშვილს საქართველოს პირველი არხის ეთერში წლების განმავლობაში მიჰყავდა სხვადასხვა საბავშვო გადაცემა.

მსგავსი