„ტელესკოლის“ ახალი პროგრამა

ხვალიდან, ყოველ შაბათ-კვირას საქართველოს პირველი არხის პროექტი „ტელესკოლა“ მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ხუთი კვირის განმავლობაში „ტელესკოლაში“ „ბიბისის“ ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ გავა. პროგრამა, რომელიც წარმატებით გადაიცემოდა და გადაიცემა ჰონკონგში, მონტენეგროში, სერბეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, ქართველ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, ზაფხულის პერიოდი ეფექტურად გამოიყენონ. სერიალის ფორმატის გაკვეთილები სახალისოდ მოთხრობილი ეპიზოდებისგან შედგება და თანამედროვე ბრიტანულით, მოსწავლეებს ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკის უკეთ ათვისებაში ეხმარება.

პირველი არხი | განათლება