„ტელესკოლაში“ „BBC“-ის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა - „ყურმოკრული ამბები“ იწყება

13 ივნისიდან, ყოველ შაბათ-კვირას ტელესკოლა“ მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ხუთი კვირის განმავლობაში, „ტელესკოლაში“ „ბიბისის“ ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა – „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) გავა. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ვიდეოგაკვეთილები ქართველ მოსწავლეებს ზაფხულის პერიოდის ეფექტიანად გამოყენებასა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

სტუმრები: ეკა დგებუაძე – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; ზაზა ფურცელაძე – ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში.

პირველი არხი | განათლება