ტელესკოლა ერთი წლისაა

ტელესკოლა იუბილარია.

ზუსტად ერთი წლის წინ, 30 მარტს საფუძველი ჩაეყარა არხს, რომელმაც მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების დროს, განათლების სამინისტროსთან ერთად სკოლის მოსწავლეებისთვის უპრეცედენტო პლატფორმა შექმნა. დღეს პირველმა არხმა ეს თარიღი ყველა რეგულაციის დაცვით, სიმბოლურად აღნიშნა. ტელესკოლის ღია სტუდიაში არხის შემქმნელები, პედაგოგები, განათლების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც გაკვეთილების მომზადებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი არხი გაკვეთილების პარალელურად მაყურებელს არაერთ საინტერესო გადაცემას სთავაზობს.