ტელეპრემიერა პირველი არხის საახალწლო ეთერში

65 წლის იუბილეს საქართველოს პირველი არხი ტელეპრემიერით აღნიშნავს.

ხვალ, 22 საათზე, საახალწლო ეთერში მაყურებელი ახალ ფილმს ნახავს. „ჯადოსნური ახალი წელი, ანუ ერთი კოცნის ისტორია“, – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც სიყვარულის ისტორიას და ჩვენს არქივში დაცულ უნიკალურ ჩანაწერებს აერთიანებს. მაყურებელი ფილმის ყურებისას წარსულში, ანუ იმ დროში იმოგზაურებს, რა დროსაც ეს უნიკალური მასალები და ცნობილი მუსიკალური ნომრები იქმნებოდა. თანამედროვეობასთან ერთად ნაჩვენები და გაცოცხლებულია 60, 70, 80 და 90-იანი წლები.