ტელემედიცინის პროგრამა

ტელემედიცინის პროგრამა ფართოვდება.

კარდიოლოგთან ერთად, მალე მოქალაქეები ოფთალმოლოგისა და დერმატოლოგის კონსულტაციითაც ისარგებლებენ. სახელმწიფო პროგრამა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის პირველად ჯანდაცვაზე მეტი ხელმისაწვდომობისთვის შემუშავდა. მოქალაქეს შეუძლია სპეციალისტის დანიშნულება სოფლის ამბულატორიაშივე მიიღოს. კონკრეტული პროფილის მედიკოსი დისტანციურ რეჟიმში ადევნებს თვალს კვლევებს, რომელსაც პაციენტს ადგილზე ოჯახის ექიმი უტარებს. ამ მომსახურებით სარგებლობა ამ ეტაპზე დმანისის და აბასთუმნის მოსახლეობას შეუძლია. უახლოეს მომავალში კი პროექტი ქვეყნის მასშტაბით, 50 ამბულატორიაში ამოქმედდება.