ტელეკომპანიებისთვის ვალების ჩამოწერის საკითხი

როგორ უნდა მოხდეს ტელეკომპანიებისთვის არსებული ვალების საკითხის გადაჭრა. სამთავრობო გუნდში თანხების ჩამოჭრაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მმართველი ძალა თანხმდება, რომ საკითხს გადაწყვეტა სჭირდება.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, სამინისტროსთვის ვალების ჩამოწერაზე ჯერ არავის მიუმართავს. საკითხს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა.