ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლების პროტესტი

ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლების საპროტესტო მსვლელობა დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა არხის გარშემო განვითარებული მოვლენები მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, ტელევიზიაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხდება. კერძოდ, თავდასხმა მიმდინარეობს „ომეგა ჯგუფზე“, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ აფინანსებს. ამასთან, აქციის მონაწილეები გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

ტელეკომპანია „იბერიას“ დღეს სამი საათის განმავლობაში მაუწყებლობა შეწყვეტილი ჰქონდა.