„ტელეიმედის“ საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს გაგრძელდება

ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება დღეს 7 ნოემბრის და „ტელეიმედის“ საქმის განხილვა. წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესწილებთან დაკავშირებით მოწმეების გამოკითხვა, კონკრეტულად კი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესახებ.

პროცესი 12:00 საათზეა დანიშნული. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული. მათ შორის ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, ხოლო ბრალდებულებზე ექსპრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილზე ძებნაა გამოცხადებული.