ტელეფილმების სტუდია 50 წლისაა

ქართული ფილმი, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია. “კუჩხი ბედინერი” 40 წლისაა. ტელეფილმების ის სტუდია კი, სადაც კინოსურათი გადაიღეს, 50 წლის წინ საქართლოს ტელევიზიის ბაზაზე შიქმნა. მხატვრული სურათების გადაღების გარდა ტელესტუდიამ ქვეყნის დოკუმენტური კინომატიანე შექმნა და ნახევარი საუკუნის მოვლენები ფირზე აღბეჭდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სტუდიაში გაერთიანებულმა რეჟისორების ახალმა თაობამ  საბჭოთა ცენზურის პირობებში  მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ნამუშევრები შექმნა.