თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია კავკასიონის, სეხნიაშვილისა და ალაზნის ქუჩები. გრძელდება ქალაქის ხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოები. დასრულებულია დამცავ დამბებამდე მისასვლელი გზის მოწყობაც. სამივე დამცავი ჯებირიდან ქვა-ღორღის გატანა კვლავ მიმდინარეობს. სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, საგანგებო შტაბი, შესაბამის სამინისტროებთან ერთად, დაზიანებული ქუჩებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმაზე მუშაობს.