თელავში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

„არა ნაცებს!, არა ძალადობრივ რეჟიმს!“,- ამ ლოზუნგით თელავში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობის მონაწილეები მოსახლეობას მოუწოდებენ, გააკეთონ პრინციპული არჩევანი და არ მისცენ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“.

აქციას სოფელ ყარაჯალას წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.