თელავში სახალხო დღესასწაული ერეკლეობა აღინიშნება
დღეს თელავში სახალხო დღესასწაული ერეკლეობა აღინიშნება. ერეკლე მეფის დაბადებიდან სამას მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო დღე დატვირთულია მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი პროგრამებით. ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია თემატური პავილიონები, სადაც წარმოდგენილია მხატვართა ნამუშევრები, კულინარიის, ღვინის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მოწყობილია წიგნის ფესტივალი.
ერეკლეობის დღესასწაულზე დასწრების მსურველთათვის, დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს. დღის ბოლოს გაიმართება საპატიო თელაველების დაჯილდოება და გალა-კონცერტი, ნიკა ნიკვაშვილის, სიმფონიური ორკესტრის, საოპერო გუნდისა და სოლისტების მონაწილეობით.