თელავში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ცივი იარაღით ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

დაჭრილი მამაკაცები თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ დაზიანებები ყელის და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ექიმის განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.