თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

12:27, 04.10.2018

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ცნობილი პიანისტის, ბორის ბერეზოვსკის კონცერტით გაიხსნა.

ფესტივალის პროგრამით 10 კონცერტი გაიმართება და 13 ოქტომბერს დასრულდება.

ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე, რომელიც წელს თელავში ორ კონცერტს გამართავს.

 

 

მსგავსი