თელავში მამაკაცი დააკავეს

ბაბუის დაჭრისა და ბებიის ცემის ბრალდებით, თელავში სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს. სოფელ ყარაჯალაში მან საკუთარ ბაბუას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, ბებიას კი ფიზიკურად გაუსწორდა.

მეზობლების თქმით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. გულმკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი და ქალი თავის არეში მიყენებული დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა.

მიმდინარეობს გამოძიება.