თელავმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა

თელავმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებაში ღვინის მწარმოებელი კომპანიები და მცირე მეწარმეები მონაწილეობდნენ.

სტუმრები ბატონის ციხის ეზოში მიიწვიეს. მუზეუმის ეზოში მოწყობილ პავილიონებში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ქართული ღვინო, ნატურალური პროდუქტები და კერძები დაეგემოვნებინა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მხატვრული და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენაც.

დატოვე კომენტარი