თელავის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა, სადაც თეატრის შენობის მდგომარეობას და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 4703 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა, ამ დროისთვის, ავარიულ მდგომარეობაშია. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თეატრს მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდება და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო საინჟინრო-ტექნოლოგიური სისტემები მოეწყობა.