თელავის თეატრის რეაბილიტაცია
ათწლეულებია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ქართული კულტურის ერთგულ სამსახურშია. ის სამსახიობო ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი კერაა კავკასიაში, რომლის ისტორიაც ჯერ კიდევ მეფე ერეკლე II-ის სასახლის კარიდან იღებს სათავეს. სწორედ ამ პერიოდში იმართებოდა თელავში პირველი წარმოდგენები. თეატრის მოღვაწეობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში განახლდა, როდესაც მაყურებელს გიორგი ერისთავის „გაყრა“ უჩვენეს. თეატრი თელავის ცენტრში, ერეკლე II-ის მოედანზე მდებარეობს და რეგიონის მთავარი კულტურული ცენტრია.
შენობა, რომელიც არაერთი თაობის, მსახიობისა და მაყურებლის შეხვედრის ადგილია, რეაბილიტაციის მოლოდინშია.
ავარიული ნაგებობის აღდგენა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უახლოეს მომავალში დაიწყება.