თელავის საკრებულოს დეპუტატის წინასასამართლო სხდომა

თელავის რაიონულ სასამართლოში, თელავის საკრებულოს დეპუტატის მიხეილ გრემელაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დაცვის მხარემ, აღკვეთის ღონისძიების სანაცვლოდ, 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა  და გრემელაშვილი პატიმრობაში დატოვა. გამოძიება მას გენდერული ნიშნით ოჯახის წევრებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარებას, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით ფიზიკურ ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. მიხეილ გრემელაშვილი თელავის საკრებულოს, ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანს” ხელმძღვანელობს. მას დროებით შეჩერებული აქვს მანდატი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.