ერეკლე მეორის მიერ დაარსებული ფილოსოფიური სკოლა და მისი შენობა ახლა ცარიელია.
სასწავლო დაწესებულება, სადაც ვაჟა-ფშაველამ, რაფიელ ერისთავმა და სხვა მრავალმა გამოჩენილმა ქართველმა მიიღო განათლება უკვე ცხრა თვეა დაკეტილია. ოფიციალური მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. სკოლის 850 მოსწავლე ორ სხვადასხვა სკოლაში გადაანაწილეს, თუმცა როდემდე – უცნობია. ირკვევა, რომ ტენდერი რომელიც ერთდროულად სამი სკოლის სარემონტო პროექტს მოიცავდა რამდენჯერმე ჩაიშალა და ამ დრომდე არ დასრულებულა. სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის გაუგებარია, რატომ დააცლევინეს შენობა ნაჩქარევად, მაშინ როდესაც სამუშაოების დაწყების თარიღი გაურკვეველი იყო. სკოლის დირექცია და მშობლები ლოდინს დიდხანს არ აპირებენ და ამბობენ, რომ თუ რეაბილიტაცია აგვისტომდე არ დაიწყება, შენობაში თვითნებურად დაბრუნდებიან.
ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი.