თელავის მუსიკალური ფესტივალი

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება.

კონცერტების ციკლს ხვალ, ცნობილი მევიოლინის, კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტი გახსნის. მას არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს. საფესტივალო ორკესტრის შემადგენლობაში არიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტას“, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრისა და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები.

საერთაშორსო ფესტივალს 21-დან 29 სექტემბრამდე თელავის დრამატული თეატრი უმასპინძლებს. მსმენელის წინაშე არაერთი ცნობილი  მუსიკოსი წარსდგება. ფესტივალის ფარგლებში სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს  გამოჩენილი მუსიკოსები ჩაატარებენ.