თელავის მუსიკალური ფესტივალი

კახეთი მორიგ მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს. ამჯერად კლასიკური მუსიკის მოყვარულებს თელავში ელოდებიან. მსოფლიოში ცნობილი პიანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული ფესტივალის ფარგლებში, 24 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია კონცერტები და მასტერკლასები. ორგანიზატორები საკმაოდ მრავალფეროვან პროგრამას აანონსებენ. თელავში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე არაერთი მოწვეული შემსრულებელი წარდგება.