თელავის მერის განცხადება

თელავის მერის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ხუთ მილიონამდე ლარია. შოთა ნარეკიშვილის განცხადებით, მდინარე სტორზე მუშაობს ტექნიკა და მიმდინარეობს დროებით ნაპირგამაგრებითი სამუშაოები.

შეზღუდვები კვლავ მოქმედებს ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, რომელის ერთი მონაკვეთი მდინარე სტორმა ორი დღის წინ ნაწილობრივ დაანგრია.

დღესვე კახეთის გუბერნატორი საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, სადაც სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის აგროსესხების გადავადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავს.