ტეხასის სკოლაში ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილს სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა

ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილს სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა. 17 წლის მოზარდი დიმიტრიო პაგურტისი სანტა ფეს სკოლაში 9 თანატოლისა და ერთი პედაგოგის მკვლელობაში ბრალდებულად ცნეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მოზარდს, შესაძლოა, ბრალი კიდევ დაუმძიმდეს. სანტა ფეს სკოლაში სროლის ხმა გუშინ გაისმა. თავდამსხმელმა 10 ადამიანი მოკლა და 10 დაჭრა. პოლიციამ დამნაშავის დაკავება შეძლო. მომხდარის გამო, აშშ-ში 22 მაისამდე ეროვნული დროშები დაშვებული იქნება.