თედო რეხვიაშვილის ნამუშევრების გამოფენა 

„მიწასა და თვალს შორის“ – ასეა დასათაურებული მხატვარ თედო რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხედების ამსახველი ნახატები გამოიფინება. ნამუშევრები აკვარელითაა შესრულებული.

გამოფენის სტუმრები საქართველოს გამორჩეულ ლანდშაფტს მხატვრის თვალით დაინახავენ – ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში რვა მარტამდე იქნება წარმოდგენილი.