თედო გობეჯიშვილის საქმე

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული პირები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროცესის მსვლელობის დროს ერთ-ერთმა დაკავებულმა დაადასტურა, რომ გარდაცვალების წინა ღამეს თედო გობეჯიშვილს შეხვდა, თუმცა მისი მხრიდან საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ მუქარას, ან თანხის შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფს.

აკაკი ხუსკივაძეს და აკაკი კობალაძეს იძულება-მუქარასა და ქრთამის შეთავაზებაში ედებათ ბრალი. გამოძიების ცნობით, ისინი გობეჯიშვილს ერთ-ერთი პარტიის სახელით თანამდებობიდან გადადგომას და არჩევნების გაყალბებაზე განცხადების გაკეთებას სთხოვდნენ, უარის შემდეგ კი მუქარაზე გადავიდნენ.