თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმე

12:29, 10.11.2020

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს პატიმრობა შეეფარდათ. ორივე დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით, 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ, თედო გობეჯიშვილს შესთავაზეს გაეკეთებინა განცხადება არჩევნების გაყალბებაზე და დაეტოვებინა თანამდებობა. ხუსკივაძესა და კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

მსგავსი