თედო ამბრამოვის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა -შენახვის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვებით გამოდიან. ბრალდებულის ადვოკატი აბრამოვის დაკავებას მის აქციებში მონაწილეობას უკავშირებს, ასევე, მისივე თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკები ჩაუდეს, ჩხრეკა კი პროცედურული დარღვევებით ჩატარდა. პროკურორი ადვოკატის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ აბრამოვის დაკავებას აქციებთან კავშირი არ აქვს, ოქმში ის ნივთები შეიტანეს, რაც მას ჩხრეკისას ჰქონდა, ნეიტრალური მოწმეების დასწრება და ვიდეოდაგაღება იმ არგუმენტით ვერ მოხდა, რომ დაკავებული პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა. დაცვის მხარე დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობს. აბრამოვისთვის წარდგენილი ბრალი 8-დან 20 წლამდე, ანუ უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.