თეატრის საერთაშორისო დღე

27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა.

თეატრალური საზოგადოება თარიღს ტრადიციულად აღნიშნავს და აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში იკრიბება. მაყურებელი პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლ „საბრალდებო დასკვნას“ ნახავს. წარმოდგენის დასრულების შემდეგ კი სფეროს წარმომადგენლები 15 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდებიან.

მსახიობის სახლში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ლიზა ციციშვილი.