თეატრის იუბილე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი 100 წლისაა.

იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტში გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია თეატრის ისტორია, ფოტოები, აფიშები, თეატრალური ესკიზები, ჟურნალ-გაზეთები, სიგელები და თეატრალური კოსტიუმები. გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა დაცულია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, ასევე, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში.