თეატრალური ნიღბების გამოფენა
სხვადასხვა ქვეყნის და ეპოქის ნიღბები ერთ სივრცეში – ხელოვნების სასახლე, ქართული თეატრის დღეს, ნიღბების გამოფენით აღნიშნავს. რელიგიური, თეატრალური და საკარნავალო დანიშნულების ექსპონატებს შორისაა ქართული თეატრის ადრეულ ხანასთან დაკავშირებული ბერიკაული ნიღაბიც. წარმოდგენილია ნიღბების ქართველი ოსტატის მიერ შექმნილი ისტორიული გმირების ნიღბებიც.
ნიღაბი, როგორც მტერთან ბრძოლის საშუალება, ატრიბუტი სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის და სხვა დანიშნულებისთვის – დამთვალიერებელი ათეულობით ნიღაბს იხილავს, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა. ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.