რუსთაველის თეატრში მეექვსე, 24 საათიანი „ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალი“ გაიხსნება.
დაგეგმილი ღონისძიებების ციკლზე ორგანიზატორებმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ფესტივალი 4 ივნისს გაიხსნება, დრამატურგები მსახიობებს ლატარიის პრინციპით აირჩევენ და მათთან შეხვედრის შემდეგ პიესების წერას დაიწყებენ. 5 ივნისს კი, მაყურებელი აღნიშნულ პიესებს პერფორმანსების სახით იხილავს. ფესტივალის მიზანს ახალგაზრდა ხელოვანების პროფესიული ზრდა და ახალი თეატრალური ფორმების ძიება წარმოადგენს.
ფესტივალი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდება.