თეატრალური ფესტივალი „არტსკოლა“

18:40, 29.03.2025

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ცენტრში სასკოლო თეატრალური ფესტივალი „არტსკოლა“ გაიხსნა. ფესტივალი საკონკურსოა და მასში საჯარო და კერძო სკოლები, ასევე დამოუკიდებელი თეატრალური დასები მონაწილეობენ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის დაჯილდოვდება საუკეთესო პიესის ავტორი, საუკეთესო მსახიობი გოგო და საუკეთესო მსახიობი ბიჭი. ფესტივალი 2014 წელს დაარსდა.

მსგავსი