თეა წულუკიანმა კუმურდოსა და ფოკაში მცხოვრებ 22 მოსწავლეს უმასპინძლა

18:25, 15.07.2019

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში თეა წულუკიანმა კუმურდოსა და ფოკაში მცხოვრებ 22 მოსწავლეს უმასპინძლა.

14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიარეს. მინისტრმა მათ შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

იუსტიციის სამინისტროს სისტემა ეთნიკური უმცირესობების მეტი ინტეგრაციისთვის ქართული ენის სწავლების საქმეში 2015 წელს ჩაერთო.

მსგავსი