თეა წულუკიანის ვიზიტი სინგაპურში

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, სინგაპურის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მართლმსაჯულების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის, აგრეთვე საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში განხორციელებულ  რეფორმებს. წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არბიტრაჟსა და მედიაციის შესახებ რეფორმის მიმდინარეობაზე. მინისტრის განცხადებით, ქვეყანას აქვს ამბიცია, ჩამოყალიბდეს რეგიონში საარბიტრაჟო ჰაბად. ამისთვის კი, მთლიანად შეიცვალა კანონმდებლობა და ის საერთაშორისო არბიტრაჟის პრინციპებს მოერგო, შეიქმნა არბიტრების დამოუკიდებლობის საკანონმდებლო მექანიზმები.

შეხევდარზე საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობასაც. აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას.