თეა წულუკიანის განცხადება

კულტურის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები და გარემოცვა ყველა ღონეს იყენებენ პატიმრის ადვოკატირებისთვის, თუმცა, ლობისტური საქმიანობა ამ სასჯელაღსრულების პროცესს ვერ შეუშლის ხელს. თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს საკმაოდ კომფორტულ პირობებში იხდის.