თეა წულუკიანის განცხადება

15:20, 07.05.2021

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად, ივნისში საქართველოს იუნესკოს ექსპერტი ეწვევა. ეს განცხადება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალი დღის“ ეთერში გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, იუნესკოს ექსპერტი ტაძრის სახურავზე არსებულ მდგომარეობას შეაფასებს. წულუკიანის თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია და ხარვეზების გამოსწორებას დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდება.

ახალი დღე

მსგავსი