თეა წულუკიანი - საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის მიზეზი არ არსებობს

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებს თეა წულუკიანი ეხმაურება და აცხადებს, რომ უმრავლესობის დაშლის მიზეზი არ არსებობს. იუსტიციის მინისტრის თქმით, ის, რომ მმართველ გუნდში განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს, ჯანსაღი და დემოკრატიულობის მანიშნებელი პროცესია.