თეა წულუკიანი პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, თუმცა, უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალებას.

თეა წულუკიანის თქმით, აღნიშნული შეწყალების დროს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა.

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები როგორც სამინისტროსთან, ისე ფსიქოლოგთან, სოციალურ მუშაკთან, ციხის ზედამხედველობასთან უნდა გაიაროს.