თეა ახვლედიანის განცხადება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ზაზა გახელაძის უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი და პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

თეა ახვლედიანის თქმით, მან შეხვედრები გამართა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ გაუმჯობესდეს ის გზები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზაზა გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას.

მოამბე

დატოვე კომენტარი