თეა ახვლედიანი გერმანიის ელჩს შეხვდა

გერმანიის ელჩს შეხვდა სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. მხარეებმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტებზე.