გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, გაერო-ს განვითარების პროგრამის დირექტორს – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი შეხვდა. ხაზი გაესვა გაერო-ს როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში. განიხილეს უწყების პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. აქცენტი გაკეთდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე. ხაზი გაესვა გაერო-ს განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.