თეა ახვლედიანი ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს, ცინ იჭისთან და თანმხლებ დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მაღალი დონის ვიზიტი სახელმწიფო მინისტრის აპარატის მასპინძლობით იმართება და საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნებს ემსახურება. მხარეებს შორის შედგა სამომავლო პრიორიტეტებზე ხედვების ურთიერთგაზიარება და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო გზებზე მსჯელობა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ჩინეთის დელეგაციის გაცნობითი და სამუშაო შეხვედრების გამართვა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.