„თბილსრესში“ პროტესტი გრძელდება

პროტესტი ამ დრომდე გრძელდება თბილსრესში.  გაფიცულია საწარმოს 200-მდე თანამშრომელი. აქციის მონაწილეები ხელფასების 50% -ით მატებასa და პრემია-დანამატებს ითხოვენ. მათი განმარტებით, „თბილსრესის“ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაისში შედგა, თუმცა მიღებული პირობა არ შესრულდა.

ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირების წარმომადგენლებიც. ადმინისტრაციასთან შეხვედრა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.