„თბილსერვის ჯგუფმა“ წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა

„თბილსერვის ჯგუფმა“ წინასაახალწლოდ წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა.

მადლობის სიგელები და საჩუქრები მათ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ და „თბილსერვისის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ გადასცეს.

ნომინაციაში „წლის საუკეთესო თანამშრომლები“„თბილსერვის ჯგუფის“ ორმოცდახუთი თანამშრომელი დაჯილდოვდა.

დატოვე კომენტარი