თბილისური სადარბაზოს ძველი მოხატულობა

ძველი სადარბაზოების რესტავრაციის პროცესი გრძელდება.

ამჯერად ათონელის ქუჩაზე, ყოფილი სასტუმრო „ლონდის“ ისტორიული სადარბაზოს რესტავრაცია-კონსერვაცია მიმდინარეობს. კედლები გვიანდელი საღებავის ფენისგან იწმინდება. დაგეგმილია

დერეფანში არსებული ფანჯრისა და კარის გასუფთავებაც, ასევე ბზარების შევსება და დაზიანებული მხატვრობის ფენის გამაგრებას.

სპეციალისტები ახლა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ ისტორიულ სადარბაზოს პირვანდელი სახე დეტალურად აღადგინონ. რესტავრაციას თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები 2021 წლის ნოემბერში დასრულდება და სადარბაზო ავთენტური სახით აღდგება.