თბილისური სადარბაზოების რეაბილიტაცია

თბილისის ისტორიული შენობების სადარბაზოების ნაწილს ძველი იერსახე უნდა დაუბრუნონ.

პროექტი მასშტაბური და რამდენიმე ეტაპიანია. ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად ათონელის ქუჩაზე მიმდინარეობს. რესტავრაციის პროცესი გულისხმობს როგორც კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რეაბილიტაციას, ასევე უნიკალური არქიტექტურის აღდგენასაც. რესტავრატორებს რთული სამუშაოები ელით, რადგან ზოგიერთ სადარბაზოს მოხატული კედლები წლების განმავლობაში არაერთხელაა გადაღებილი.

სპეციალისტები დაახლოებით ხუთი თვეა განსაკუთრებული სიფრთხილით მუშაობენ, რათა სადარბაზოების რეაბილიტაცია სრული სიზუსტით მოხდეს. ისტორიული სადარბაზოების კედლის მხატვრობის აღდგენა თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის „ახალი თბილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს.