თბილისური კვარტეტი „სიყვარულით თბილისს“
17-წლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობის შემდეგ, თბილისური კვარტეტი პირველი სოლო-კონცერტისთვის ემზადება. სცენაზე ცნობილი სიმღერები და ქალაქური ჟანრის არაერთი კომპოზიცია შესრულდება. პროგრამაშია ყველასთვის ნაცნობი სიმღერების თანამედროვე ინტერპრეტაციები.
„სიყვარულით თბილისს“ – ასე ჰქვია სოლო კონცერტს, რომელიც 19 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.