„თბილისური ბროწეულები“ – საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

21:59, 18.09.2026

ქართველი და უცხოელი რეჟისორების სპექტაკლები ერთ სივრცეში – ორი წლის წინ დაარსებული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ იწყება. წარმოდგენილი იქნება ექსპერიმენტული ნამუშევრებიც თანამედროვეობის გამოწვევებზე, პრობლემებზე, რეალურ ისტორიებსა და მტკივნეულ საკითხებზე.

საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ახმეტელის თეატრის სცენაზე 10-მდე ქვეყნის ექსპერიმენტული სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი. ჩვენებების გარდა დაგეგმილია გამოფენა და მასტერკლასები.

თეატრალური ფესტივალი „თბილისიური ბროწეულები“ 23 სექტემბერს გაიხსნება.

მსგავსი